Wednesday, April 20, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე- მოვახდინეთ მომზადებული პროექტების პრეზენტაციები, ასევე გაუწიეთ ოპონირება ერთმანეთს, რომელმაც მოგვცა საშუალება დაგვენახა პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები და გაგვეთვალისწინებინა . ნაყოფიერი აღმოჩნდა ტრენინგზე მუშაობა,ვფიქრობ შევიძინე ისეთი უნარ- ჩვევები რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას.დიდი მადლობა ტრენერს.

Friday, April 15, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე , სადაც გავეცანი ბლუმისა და გარდნერის მიხედვით შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრას. ასევე  შევიძინეთ ბლოგზე მუშაობის უნარ- ჩვევები.

Wednesday, April 13, 2016

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით ტექნიკურ უნარ- ჩვევებს ,რაც გაგვიადვილებს პროექტის მომზადებას.გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება, რომელსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში

Sunday, April 10, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე  -  დავალაგეთ თეზისებად მოსწავლის ნაშრომი, სადაც დავინახეთ თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ დავალებები ,მოხდეს პრობლემის განსაზღვრა ანუ იდენტიფიკაცია,მიზანი, ამოცანები, განხორციელების გზები

Friday, April 8, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე ნაყოფიერი იყო, გავიგეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ამ მეთოდებს გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და პროექტის  ბოლოს.გავიგე თუ როგორ უნდა შევუსაბამო შეფასების მეთოდებს შესაბამისი ინსტრუმენტი. ვისწავლე როგორ გამოვიყენო ონლაინ კოლაბორაცია სასწავლო პროცესში

Sunday, April 3, 2016

ტრენინგის მესამე დღეზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, კერძოდ დავალაგებ კითხვებს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი აზრის მიხედვით, რაც დამეხმარება გავიტვალისწინო ბავსვების სააზროვნო უნარები